2026 წლის 17–18 ივლისს თბილისში, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ჩატარდა Frontiers in Advanced Emergency Care (Frontiers AEC) და the Mediterranean Academy of Emergency Medicine (MAEM) ერთობლივი კონგრესი, რომელიც MENATOX-ის და ემორის უნივერსიტეტის პარტნიორობით დაიგეგმა, ღონისძიებამ გააერთიანა წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები ორი ძირითადი მიმართულებით: გადაუდებელი მედიცინა და კლინიკური ტოქსიკოლოგია. კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი ალექსანდრე ლოლაძე, მოხსენება ეხებოდა სინთეტიკური ნარკოტიკებით გამოწვეული მძიმე მოწამვლების მკურნალობას.
MENATOX-ის საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო პლატფორმას, რომლის მიზანია თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის გაზიარება, კლინიკური გამოცდილების გაცვლა, ახალი კვლევების წარმოდგენა და ტოქსიკოლოგიური გადაუდებელი მდგომარეობების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების განხილვა.












