სტუდენტის წარმატება

სტუდენტის წარმატება

2023 წლის 09-22 ივნისს უნივერსიტეტ გეომედის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის ხელშეწყობით ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა გიორგი კეკელიამ, მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის ქ. ოლომპიაში ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 63-ე საერთაშორისო სესიის მუშაობაში.  სესიაზე გიორგი კეკელია, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. სესიის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიური …

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების მონახულება

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების მონახულება

2023 წლის 17 ივნისს უნივერსიტეტ გეომედის თანამშრომელები ეწვივნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს: ყინწვისის სამონასტრო კომპლექსს, ურბნისისსაკათედრო ტაძარს, VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვან ტაძარს ატენის სიონს.

სამუშაო შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის

სამუშაო შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის

16 ივნისს უნივერსიტეტ გეომედში არსებულ თერაპიული სტომატოლოგიის საფანტომო ლაბორატორიაში სტომატოლოგიის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია და “Hands on” კურსი თემაზე „ფრონტალური კბილების ესთეტიკური რესტავრაცია – ვინირები; თანამდროვე მიდგომები მხატვრულ რესტავრაციაში“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა გეომედის ასოცირებული პროფესორი ნინო ჯაფარიძე. ლექცია-სემინარმა სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. იყო შეკითხვები და დისკუსია-დებატები.

ღია ლექცია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

ღია ლექცია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

15 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა ღია ლექცია თემაზე: „რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები ტრამვების მკურნალობაში“. ლექციას უძღვებოდნენ გეომედის პროფესორი პავლე კასრაძე და რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგი ჯარჯი ბუზარიაშვილი. ლექციაზე განხილული იყო ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია და ტრავმული დაზიანების მართვის თანამედროვე მიდგომები. ლექციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2023 წლის 9 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები და კვლევები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიურიმ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები: I ადგილი – ვინოდ მეემპატ ნიტჰია (მედიცინის ფაკულტეტი) II ადგილი – ნინი აბესაძე – (სტომატოლოგიის ფაკულტეტი) …