ღია ლექცია „Advancements in Medical Education”

2018 წლის 11 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა ღია ლექცია თემაზე „“Recent information on chronic viral infections (HBV, HCV, HDV, HEV, HPV): prevention, treatment and coinfection””. ლექცია წაიკითხა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის კონსულტანტმა, ამერიკის შეერთებული შტატების მინესოტას უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენკ რეიმმა.

EBSCO-ს ელექტრონული რესურსების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი

2018 წლის 6 ივნისს, 10:00 სთ-ზე უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა EBSCO-ს ელექტრონული რესურსების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგი ჩაატარა EBSCO-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის სათაო ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თამილა მირკამალოვამ. ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდა EBSCO-ს სათაო ოფისის წარმომადგენელი აშშ-დან ბატონი როდნი ნუბორგი. ტრენინგმა ჩაიარა ნაყოფიერად ორმხრივი დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში: ყველა დასმულ …

სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

ა. წ. წლის 24-25 მაისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. საკონფერენციო კომისიამ შეაფასა სტუდენტთა ნაშრომები და გამოავლინა საუკეთესო ნაშრომების ავტორები: I ადგილი – დავით კაცაძე (მედიცინის ფაკულტეტი); II ადგილი – თორნიკე ქოროღლიშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი); III ადგილი – სანჯივ მემონი (მედიცინის ფაკულტეტი). ჟიურის სიმპათია – მარიამ კედელაშვილი (სტომატოლოგიის ფაკულტეტი).

პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის ახალი შრომა

მსოფლიო ბიბლიოგრაფიულ ბაზებში ინდექსირებულმა ჟურნალმა “Internet Journal PRO-Economics” გამოსცა უნივერსიტეტ გეომედის პროფესორის რევაზ ლორთქიფანიძის შრომა ,,Some Misconceptions about Perfect Competition in Economic Theory and Urgent Recommendations for Practice“ (Некоторые ошибочные представления о совершенной конкуренции в экономической теории и неотложные рекомендации для практики). http://www.proeconomics.ru/catalog/2018/4/lordkipanidze.pdf

სტუდენტების ვიზიტი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები ადაპტური სპორტის კურსის ფარგლებში ეწვივნენ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს. სტუდენტებმა დაათვალიერეს ცენტრი,სადაც პარასპორტსმენები ვარჯიშობენ და რეაბილიტაციას გადიან, დაესწრნენ პარა მოფარიკავეებისა და პარამშვილდოსნობის ვარჯიშებს, მონაწილეობა მიიღეს ვარჯიშების შეფასებაში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა რევაზ რევაზიშვილმა სტუდენტებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში პარასპორტის განვითარების ისტორიისა და ქართველი …