2018 წლის 6 ივნისს, 10:00 სთ-ზე უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა EBSCO-ს ელექტრონული რესურსების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგი ჩაატარა EBSCO-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის სათაო ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თამილა მირკამალოვამ. ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდა EBSCO-ს სათაო ოფისის წარმომადგენელი აშშ-დან ბატონი როდნი ნუბორგი. ტრენინგმა ჩაიარა ნაყოფიერად ორმხრივი დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში: ყველა დასმულ კითხვებსა თუ საკითხებს გაეცა ამომწურავი პასუხი.