სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კონკურსის შედეგად არჩეულია მედიცინის დოქტორი ნინო ჯაფარიძე.
2022 წლის 12 ოქტომბერს, ერაზმუს+ -ის მონიტორინგის ფარგლებში, უნივერსიტეტ გეომედს სამუშაო ვიზიტით ეწვია ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე დეკანი, დოქტორი არანკა იგნასიაკ-სზულცი. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ადმინისტრაციულ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერაზმუს+ პროექტების გაღრმავება, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით. ასევე, დაიგეგმა აკადემიური პერსონალის ვიზიტი პოლონეთში. დოქტორ არანკა იგნასიაკ-სზულცმა, უნივერსიტეტში ჩაატარა …
2022 წლის 20 ოქტომბერს, 1:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ ვებინარი თემაზე: ,,Georgian institutional profiles in Scopus and how to manage it”. მომხსენებელი ELSEVIER-ის წარმომადგენელი- Galina Yakshonak. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://elsevier.zoom.us/webinar/register/WN_94T6NP6sQ-qEX4X9V26ThQ. სამუშაო ენა – ინგლისური. ასევე გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტ გეომედის საშუალებით ხელმისაწვდომია ელსევიერის ვებინარები, რომელიც მოიცავს ელსევერის სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკას. …
საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე, კონკურსის შედეგად არჩეულია თეონა კიკნაძე.
2022 წლის 7 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ბიბლიოთეკის სერვისები და მათი გამოყენება“. მან პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოადგინა ელექტრონულ კატალოგში, ელექტრონულ ბიბლიოთეკასა და სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში – EBSCO-სა და ELSEVIER-ში რესურსების მოძიებისა და გამოყენების გზები.