სემინარი თემაზე: Towards Successful Scientific Research

2021 წლის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდება სემინარი „Towards Successful Scientific Research“. მომხსენებლები იქნებიან გეომედის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი არიან მატინი და ასოცირებული პროფესორი თორნიკე ხოშტარია. სემინარზე განხილული იქნება კვლევის დაგეგმარება და სტატიის მაღალ რეიტინგულ, საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნების პრაქტიკა. სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინ ფორმატში.

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2021 წლის 17 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ ონლაინ კონფერენციას თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომები ელ. ფოსტაზე conference@geomedi.edu.ge, არაუგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრისა (იხ. ინსტრუქცია).

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2021 წლის 16 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს ონლაინ სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.“ აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბერი (იხ. ინსტრუქცია), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე conference@geomedi.edu.ge. სტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა

მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტთა საყურადღებოდ!

კონსულტაცია თურქეთის ონდოკუზ მეის უნივერსიტეტში ბილატერალურ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ჩატარდება 2021 წლის 11 ნოემბერს, 16:30 საათზე, ონლაინ ფორმატში. მსურველებს დასწრება შეუძლიათ შემდეგი ლინკის საშუალებით: meet.google.com/sog-beuw-rpp

ბილატერალური გაცვლითი პროგრამა თურქეთის ონდოკუზ მეის უნივერსიტეტში

შპს. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მედიცინის ფაკულტეტის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის პარტნიორ თურქეთის ონდოკუზ მეის (Ondokuz Mayis) უნივერსიტეტში. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი (2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი). სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადები – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2021 წლის …