პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2022 წლის 16 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას. აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 9 დეკემბერი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge.

სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2022 წლის 15 დეკემბერს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი ჩაატარებს სტუდენტურ თეორიულ-პრაქტიკულ კონფერენციას. აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 დეკემბერი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@geomedi.edu.ge თანდართული დოკუმენტები:მოთხოვნები სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომზესტუდენტის კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ხელმძღვანელის თანხმობის ფორმა

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2022 წლის 31 ოქტომბერს, გაიმართება შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მაჟორიტარული სისტემით. სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტების მიხედვით არის: მედიცინის ფაკულტეტიდან 8 ადგილი, სტომატოლოგიის ფაკულტეტიდან 4 ადგილი, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიდან 3 ადგილი  და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან 3 ადგილი. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა საარჩევნო კომისიას მიმართეთ მიმდინარე წლის 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე, უნივერსიტეტის სტუდენტური …

საჯარო ლექცია თემაზე: პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის პორტსმენთა კვებაში: ანალიზი, დაგეგმვა და მართვა

2022 წლის 20 ოქტომბერს,  13:00 სთ-ზე  უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია 101),  საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ექიმი ნუტრიციოლოგი, პროფესორი, ქეთევან ბერიძე  ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: პრობლემები მაღალი კვალიფიკაციის პორტსმენთა კვებაში: ანალიზი, დაგეგმვა და მართვა. დასწრება თავისუფალია

ვებინარი ელსევერის ბაზებთან მუშაობის შესახებ

2022 წლის 20 ოქტომბერს, 1:00 საათზე, უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ ვებინარი თემაზე: ,,Georgian institutional profiles in Scopus and how to manage it”. მომხსენებელი ELSEVIER-ის წარმომადგენელი- Galina Yakshonak. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://elsevier.zoom.us/webinar/register/WN_94T6NP6sQ-qEX4X9V26ThQ. სამუშაო ენა – ინგლისური. ასევე გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტ გეომედის საშუალებით ხელმისაწვდომია ელსევიერის ვებინარები, რომელიც მოიცავს ელსევერის სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკას. …