სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2022 წლის 31 ოქტომბერს, გაიმართება შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მაჟორიტარული სისტემით.

სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტების მიხედვით არის: მედიცინის ფაკულტეტიდან 8 ადგილი, სტომატოლოგიის ფაკულტეტიდან 4 ადგილი, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიდან 3 ადგილი  და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან 3 ადგილი.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა საარჩევნო კომისიას მიმართეთ მიმდინარე წლის 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში (N203 ოთახი) ან გამოგვიგზავნეთ მეილზე.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება
  • პირადობის მოწმობის ასლი

იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არ იქნება სრულყოფილი, დადგინდება ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლადაც განისაზღვრება 1 დღე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სტუდენტი არ დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად.

მიმაგრებული ფაილები:
განცხადების ფორმა


Facebooktwitterpinterestlinkedinmail