ტრენინგი: საბიბლიოთეკო სერვისები

12 ოქტომბერს  ჩატარდა შეხვედრა სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის ფაკულტეტების პირველი კურსის სტუდენტებთან.  შეხვედრას უძღვებოდა ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნანა ცერცვაძე, რომელმაც სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების წესები, ბიბლიოთეკის მუშაობის ძირითადი პრინციპები, ბეჭდური და ელექტრონული ფონდების კატალოგი  და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს, მათში არსებულ უახლეს სამედიცინო ლიტერატურასა და წვდომის პირობებს. სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინსტრუქციები, თუ როგორ ისარგებლონ საერთაშორისო ბაზებით როგორც უნივერსიტეტიდან, ისე დისტანციურ რეჟიმში.

შეხვედრის დასასრულს, ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა  უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail