რამაზ მეტრეველი

უნივერსიტეტი გეომედი ღრმა მწუხარებით იუწყება, ერთგული თანამშრომლის, რამაზ მეტრეველის გარდაცვალებას.

იგი წლების განმავლობაში ერთგულად ზრუნავდა უნივერსიტეტის გარემოზე და თავისი შრომით არაერთი კუთხე გაალამაზა. ბუნების, სილამაზისა და წესრიგის სიყვარული, დაუღალავი შრომა, სიმშვიდე და ერთგულება მის ყოველდღიურ საქმიანობაში ყოველთვის იგრძნობოდა.

მისი მზრუნველობით შექმნილი მწვანე სივრცეები და გამწვანებული ეზოები კიდევ დიდხანს შეგვახსენებს მის თავდადებასა და სიყვარულს იმ საქმის მიმართ, რომელსაც მთელი გულით ემსახურებოდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი კეთილი პიროვნება და თავდადებული შრომა ემახსოვრება.

მისი ნათელი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail