I. შპს უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.
III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.
IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
5. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
6. სამოტივაციო წერილი;
7. სამსახურის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით);
8. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
● დისციპლინა
● გუნდური მუშაობის უნარი
● ორგანიზებულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
● კომპიუტერული უნარები
VI. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
● სამუშაო გამოცდილება
● სამსახურის განვითარების კონცეფცია
● სამოტივაციო წერილი
● გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
VIII. კანდიდატის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
IX. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 12. გამსვლელი ქულა – 10.
X. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2026 წლის 21 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 საათიდან 17.00 საათამდე;
XI. ტესტირება ინგლისურ ენაში – 2026 წლის 28 ივლისს, 12.00 სთ.
XII. გასაუბრება – 2026 წლის 31 ივლისს, 12.00 სთ.
XIII. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2026 წლის 3 აგვისტოს.
XIV. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2026 წლის 4 აგვისტოს 17.00 საათამდე;
XV. სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2026 წლის 5 აგვისტო.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1











