სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია

2026 წლის 12 ივნისს, უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სტუდენტთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო მოხსენებები მედიცინის, სტომატოლოგიის, რეაბილიტაციის და სამედიცინო მენეჯმენტის სფეროში. თითოეული გამომსვლელის შემდეგ, განხილული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია. კონფერენციის ბოლოს კომისიამ შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო მომხსენებლები:

I ადგილი – Hitakshi Soni (უნივერსიტეტი გეომედი, მედიცინის ფაკულტეტი, ხელმძღვანელი: ალექსანდრე ლოლაძე)
II ადგილი – Javeed Ahmed Syed (უნივერსიტეტი გეომედი, მედიცინის ფაკულტეტი, ხელმძღვანელი: ზურაბაშვილი დავით)
III ადგილი – ლუკა მახათაძე (უნივერსიტეტი გეომედი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, ხელმძღვანელი: ლელა აფციაური)
ჟიურის სიმპათია – თათია რიკაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ხელმძღვანელი: ქეთევან ცინცაძე)

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail