უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კომპანია ELSEVIER-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარებში, რომლებიც თებერვალსა და მარტში გაიმართა:
26 თებერვალი – How to find the right journal; strategies and tools that can help authors. მომხსენებელი ელსევიერის ტრენერი -Ferrett Alison.
6 მარტი – Navigating publishing with Elsevier: literature search, article preparation and journal selection. მომხსენებელი ელსევიერის ტრენერი- Degtev Anton.
24 მარტი – Navigating research landscapes with Scopus & ScienceDirect. მომხსენებელი ელსევიერის ტრენერი – Degtev Anton.
ვებინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ლიტერატურის ძიება Scopus-ისა და ScienceDirect-ის გამოყენებით, მეტრიკის მიმოხილვა – ნაშრომის, ავტორისა და ჟურნალის დონეზე, ხელნაწერის მომზადების საფუძვლები, ეთიკა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. საუბარი იყო ინსტრუმენტებისა და სტრატეგიების შესახებ, რომლებიც გვეხმარება ნაშრომის გამოქვეყნებისთვის სწორი ჟურნალის შერჩევაში. ვებინარები დამსწრე საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაოს ცოდნა და უნარები სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა ასპექტში.













