17 მარტს ჩატარდა ტრენინგი მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტ გეომედის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე – ნანა ცერცვაძე. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ბიბლიოთეკის ფუნქციონირების წესებს, წიგნებისა და სხვადასხვა რესურსის მოძიებისა და სარგებლობის სპეციფიკას.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში რესურსების ძიების გზებისა და წვდომის შესახებ საუბარს და პრაქტიკული მაგალითების სახით წარმოდგენას, რაც უმარტივებს სტუდენტებს საძიებო ინსტრუმენტების ათვისებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.













