- უნივერსიტეტი გეომედი სთავაზობს მონაწილეობას ჰოლანდიის ქ. გრონინგენის უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლაში მედიცინის ფაკულტეტის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, თემა „ტრანსპლანტოლოგია 2026“.
- საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა – 4 დღე (8-12 ივნისი, 2026)
- სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადები – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2026 წლის 20 აპრილის 17:00 საათამდე უნდა ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტების სრული ჩამონათვალი საზაფხულო სკოლის ელექტრონულ სისტემაში (https://www.aanmelder.nl/173278/subscribe?survey_id=207466) და ასევე გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: summerschooltransplantation@rug.nl
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
● CV-ს ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე)
● სამოტივაციო ვიდეო მიმართვა (არაუმეტეს 1 წუთისა)
● 1 გვერდიანი ესე (მინიმუმ 500 სიტყვა) ტრანსპლანტოლოგიასთან დაკავშირებით - კონკურსის შესარჩევი პროცესი – მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე გრონინგენის უნივერსიტეტი დამოუკიდებლად შეარჩევს კონკურსანტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
- დამატებითი ინფორმაცია:
● უნივერსიტეტი გეომედი დაუფინანსებს მაღალი GPA-ს მქონე 2 (ორ) შერჩეულ სტუდენტს მონაწილეობის ხარჯებს – ერთ სტუდენტს ქართულენოვანი დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამიდან და ერთ სტუდენტს ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამიდან.











