შპს უნივერსიტეტ გეომედში 2025-2026 ს/წ შემოდგომის სემესტრში მობილობის განმახორციელებელი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 25 აგვისტოდან – 2025 წლის 9 სექტემბრის 18:00 სთ-მდე.


2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2025 წლის 12 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე.

წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ატესტატის დამოწმებული ასლი
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა
  •  4 ფოტოსურათი 3X4-ზე
  •  სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)

3. შპს უნივერსიტეტ გეომედის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2025 წლის 19 სექტემბერი.

მისამართი: მეფე სოლომონ II-ის ქ. №4, პირველი სართული.
ტელეფონი: +995 32 275 25 20
მობილური: +995 599 17 95 72
ელ. ფოსტა: info@geomedi.edu.ge


Facebooktwitterpinterestlinkedinmail