ტრენინგი სამედიცინო და საექთნო განათლების მეთოდოლოგიაში

2025 წლის 11-18 ივლისს შპს უნივერსიტეტ გეომედის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი სამედიცინო და საექთნო განათლების მეთოდოლოგიაში (სწავლა/სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდები).

ტრენინგს უძღვებოდნენ:
– ზულფია ზარიპოვა PhD. MD – სიმულაციური-საატესტაციო ცენტრის აკრედიტაციის სერტიფიცირებული ექსპერტი. AMEE – სერტიფიკატები: სამედიცინო განათლების ძირითადი უნარები, სამედიცინო განათლების შეფასების ძირითადი უნარები, კვლევითი უნარები სამედიცინო განათლებაში.
– პროფესორი ვალენტინა მიტტოვა. AMEE – სერტიფიკატები: სამედიცინო განათლების ძირითადი უნარები, სამედიცინო განათლების შეფასების ძირითადი უნარები, კვლევითი უნარები სამედიცინო განათლებაში.
– ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ლოლაძე PhD. MD – მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგ-პროგრამის სერტიფიკატი, უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი აკრედიტებული პროგრამის ტრენერი.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail