1. მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 29 იანვრიდან – 2025 წლის 7 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
2. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის შპს უნივერსიტეტ გეომედში გამოცხადების, მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2025 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, 10:00 სთ-დან – 17:00 სთ-მდე.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- პირადობის მოწმობის ასლი
- ატესტატის დამოწმებული ასლი
- სტუდენტის სასწავლო ბარათის/ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები
- სტუდენტის სტატუსის ცნობა
- 4 ფოტოსურათი 3X4-ზე
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
3. შპს უნივერსიტეტ გეომედის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2025 წლის 18 თებერვალი.
მისამართი: მეფე სოლომონ II-ის ქ. №4, პირველი სართული.
ტელეფონი: +995 32 275 25 20
მობილური: +995 599 17 95 72
ელ. ფოსტა: info@geomedi.edu.ge