უნივერსიტეტ გეომედის პროფესორების, ელენე ასანიძის, ზურაბ ცეცხლაძის, მალხაზ ვახანიას, მანანა ურჯუმელაშვილის და უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მარინა ფირცხალავას ავტორობით ჟურნალში „International Journal of Fertility and Sterility“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი “Relationship between homocysteine levels, MTHFR C677T and A1298C polymorphism, and pregnancy outcomes in Georgian women with polycystic ovary syndrome” (10.22074/ijfs.2024.2008377.1504). აღსანიშნავია, რომ გენეტიკური ვარიანტების გამოკვლევა ჩატარდა უნივერსიტეტ გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. პროექტი დაფინანსებული იყო უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის მიერ [GF-21-01]. ჯამში პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო სტატია.