2024 წლის 08-21 ივნისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა გიორგი დევიძემ, მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის ქ. ოლომპიაში ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 64-ე საერთაშორისო სესიის მუშაობაში. პროგრამა განხორციელდა სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის ხელშეწყობით.