ერაზმუს + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისათვის

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ პოლონეთის „Siedlce“-ს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Siedlce University of Natural Sciences and Humanities) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით აკადემიური პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე.

2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 7 დღე (2023-2024 ს/წ შემოდგომის სემესტრი, 5 სამუშაო დღე, 2 დღე სამგზავროდ).

3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 11 სექტემბრიდან 22 სექტემბრის 1700 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@geomedi.edu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (განცხადება).
  • CV-ს ევროპასის ფორმატით.
  • ინგლისური ენის, B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS; FCE; TOEFL) ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
  • ცნობა შრომითი ხელშეკრულების/კონტრაქტის ვადების შესახებ.

4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:

  • ტესტირება ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) – 2023 წლის 25 სექტემბერი, 1200 საათზე.
  • დოკუმენტაციის შემოწმება – 2023 წლის 26-27 სექტემბერი.
  • გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2023 წლის 28 სექტემბერი, 1200 საათზე.
  • შერჩეული კანდიდატის ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში – 2023 წლის 02 ოქტომბერი.

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე) საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის შესაბამისად.

5. კონსულტაცია გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2023 წლის 12 სექტემბერი, 1100 საათზე.

6. დამატებითი ინფორმაცია – პროექტი სრულიად ფინანსდება ერაზმუს + მიერ.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail