ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  1.  თერაპიული სტომატოლოგია – 11 ადგილი;
  2.  ორთოპედიული სტომატოლოგია – 1 ადგილი;
  3.  სუბ სპეციალობა – პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია – 4 ადგილი;
  4. ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია – 4 ადგილი.

რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).
  • განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტი – დიპლომი (დიპლომის ასლი);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ორი ფოტოსურათი (ზომა – 3×4);

არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ ექვემდებარება.

რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს.

საბუთების მიღება და გასაუბრება იწარმოებს მისამართზე:
თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4, 0114;
(ყოფილი კრწანისის ქუჩა №3)

(+995) 275-25-13 სტუდენტთა სერვის ცენტრი
info@geomedi.edu.ge


Facebooktwitterpinterestlinkedinmail