1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს რუმინეთის გრეგორი პოპას სახელობის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტში (Grigore T. Popa university of medicin and pharmacy) ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სემესტრების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის 1 (ერთი) ადგილზე.
აპლიკანტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს + – ის გრანტი.
2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა – 1 სემესტრი (2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).
3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადები – დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2023 წლის 29 მაისიდან 09 ივნისის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: tornike.khoshtaria@geomedi.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
- CV-ს ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
- ინგლისური ენის, B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა).
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ან ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე).
- სასწავლო ბარათი ინგლისურ ენაზე (აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მიმდინარე GPA მინიმუმ 2.8).
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1).
4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:
- ტესტირება ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) – 2023 წლის 12 ივნისი, 1200 საათზე.
- დოკუმენტაციის შემოწმება – 2023 წლის 13-14 ივნისი.
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2023 წლის 15 ივნისი, 1200 საათზე.
- შერჩეული კანდიდატის ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში – 2023 წლის 20 ივნისი.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე) საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის შესაბამისად.
5. კონსულტაციები გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2023 წლის 22 – 23 მაისი, 1100 საათზე.
6. სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით მიმართეთ დეკანატს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.
7. დამატებითი ინფორმაცია:
- სტიპენდია მოიცავს 800 ევროს თვეში (4.5 თვის განმავლობაში). ასევე, 275 ევროს ავია ბილეთებისთვის.
- სემესტრი მასპინძელ უნივერსიტეტში იწყება 2023 წლის 25 სექტემბერს.
- შერჩეულმა კანდიდატმა 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1