ცხადდება კონკურსი ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობაზე

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად.

II. სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.

III. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება.

IV. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
3. შესაბამის დარგში უმაღლესი განათლების (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
5. სამოტივაციო წერილი;
6. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

V. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • დისციპლინა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • კომპიუტერული უნარები

VI. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სამუშაო გამოცდილება
  • სამოტივაციო წერილი
  • გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

VII. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

VIII. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 9. გამსვლელი ქულა – 7.

IX. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2023 წლის 10 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 1000საათიდან 1700 საათამდე.

X. გასაუბრება – 2023 წლის 20 აპრილი, 1200 სთ.

XI. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2023 წლის 21 აპრილს.

XII. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2023 წლის 24 აპრილის 1700 საათამდე. სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2023 წლის 25 აპრილი.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20

მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1


Facebooktwitterpinterestlinkedinmail