ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში:

კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი:

პროფესორი -1

ასოცირებული პროფესორი -2

ფსიქო-სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:

პროფესორი -1

მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი:

ასოცირებული პროფესორი -2

სტომატოლოგიის დეპარტამენტი:

ასოცირებული პროფესორი -2

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი:

პროფესორი -1

II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება.

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.

III. კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 27 თებერვალს.

IV. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 14 აპრილის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე;

V. კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 29 აპრილს;

VI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 30 აპრილის 17 საათამდე; 2014 წლის 01-02 მაისი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

VII. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი

წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) CV;

ზ) სილაბუსი;

თ) ორი ფოტო სურათი (ზომით 3X4) ;

ი) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.

VIII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.

2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 5 წლის განმავლობაში) : რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 3 ქულა.

3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) -20 ქულა;

4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში):

ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.

ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 3 ქ.

5. სილაბუსის შესაბამისობა (თემატური, სწავლის შედეგები, ფორმატი) – 10ქ.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail