ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
პროფესორი -1
ასოცირებული პროფესორი -2
პათოლოგიის დეპარტამენტი:
პროფესორი -1
კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი:
პროფესორი -1
მენეჯმენტის დეპარტამენტი:
პროფესორი -1
მორფოლოგიის დეპარტამენტი:
ასოცირებული პროფესორი -1
სტომატოლოგიის დეპარტამენტი:
ასოცირებული პროფესორი -1
მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი :
ასოცირებული პროფესორი -2
ტექნიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი:
ასოცირებული პროფესორი -3
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი:
პროფესორი -2

II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ
იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ ექვსი
წლის გამოცდილება.
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება
არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ სამი
წლის გამოცდილება.

III. კონკურსი გამოცხადდეს 2014 წლის 02 ივნისს.

IV. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 07
ივლისიდან 2014 წლის 22 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17
საათამდე;

V. კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 07 აგვისტოს;

VI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 08
აგვისტოს 17 საათამდე; 2014 წლის 11-12 აგვისტო დაეთმოს სააპელაციო კომისიის
მუშაობას.

VII. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის
მიხედვით);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
(დოკუმენტების) ასლი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი
წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) CV;
ზ) სილაბუსი;
თ) ორი ფოტო სურათი (ზომით 3X4) ;
ი) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია,
სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.

VIII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.
1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის
შესაბამისი ქულა.
2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 5 წლის განმავლობაში) : რეცენზირებად და
რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე _ 3 ქულა.
3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) -20 ქულა;
4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში):
ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.
5. სილაბუსის შესაბამისობა (თემატური, სწავლის შედეგები, ფორმატი) – 10ქ.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail