გიმნასიონი-სუბსტანციური კანონზომიერებები

2022 წლის 23 დეკემბერს, შემოქმედებითი გაერთიანება გიმნასიონის ფარგლებში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიგი ხურციძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: ‘’სუბსტანციური კანონზომიერებები“, რომელზეც მან განიხილა სუბსტანციის არსი, მისი ოთხი ელემენტი და ამ ელემენტების არსებობა უძველეს რელიგიებსა და მითებში. სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. მოხსენების ბოლოს, განხილული საკითხის გარშემო გაიმართა დისკუსია.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail