1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: თერაპიული სტომატოლოგია):
პროფესორი – 1
ასოცირებული პროფესორი – 1
ასისტენტ-პროფესორი – 1
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (მიმართულება: ბიორეგულაციური მედიცინა):
ასისტენტ- პროფესორი – 1
მედიცინის ფაკულტეტი (მიმართულება: ანატომია; უროლოგია; ბიოქიმია; ალერგოლოგია):
პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 1
ასისტენტ-პროფესორი – 1
ასისტენტი – 1
2. პროფესორი და ასოცირებული პროფესორი თანამდებობაზე აირჩევა 7 (შვიდი) წლის ვადით. ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი თანამდებობაზე აირჩევა 3 (სამი) წლის ვადით.
3. აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა, განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის
მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება);
ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
ვ) ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) შესაბამისი სილაბუსი (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება);
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
ლ) კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში: კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
მ) კლინიკურ მიმართულებებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი კლინიკის ხელმძღვანელისაგან (დანართი 2), სადაც განხორციელდება სასწავლო პროცესი.
ნ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელებისდამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 21 სექტემბერს.
5. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 04 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;
6. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 07 ნოემბერს 10.00 სთ -17.00 სთ.
7. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე ჩატარდება 2022 წლის 08 ნოემბერს 10.00 სთ -17.00 სთ.
8. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2022 წლის 09 ნოემბერს.
9. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2022 წლის 10 ნოემბრის 17.00 საათამდე; 2022 წლის 11-14 ნოემბერი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მიმაგრებული ფაილები:
დანართი 1
აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესი