ღია კარის კვირეული გეომედში

2022 წლის 5-8 აპრილს, სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი გიწვევთ ონლაინ ღია კარის კვირეულზე. კვირეულის ფარგლებში აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესზე;  მოუსმინონ ფაკულტეტის დეკანებს, პროგრამის ხელმძღვანელებს და ლაივ რეჟიმში დაათვალიერონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და კლინიკები.

სტომატოლოგიის ფაკულტეტი- 5 აპრილი, 14:00 საათი
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი- 6 აპრილი, 14:00 საათი
საბაკალავრო პროგრამა – ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
სამაგისტრო პროგრამა – ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
მედიცინის ფაკულტეტი- 7 აპრილი, 14:00 საათი
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი-8 აპრილი, 12:00 საათი
საბაკალავრო პროგრამა – ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი სამაგისტრო პროგრამა – ჯანდაცვის მენეჯმენტი

კვირეული ჩატარდება ონლაინ ფორმატში google meet პლატფორმის საშუალებით: https://meet.google.com/jvx-ukpq-wxs
ღია კარის დღეზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Zwj9M2FC4L3U3Zpf8


Facebooktwitterpinterestlinkedinmail