ბილატერალური გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისათვის

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს პარტნიორ   ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უნივერსიტეტში ამერიკულ კოლეჯში ბილატერალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით,  ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალისათვის 1 (ერთი) ადგილზე.

2. გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა 6 დღე (2021-2022 ს/წ  გაზაფხულის სემესტრი, 28 მარტი -2 აპრილი).

3. სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ვადა – დაინტერესებულმა პირებმა   2022 წლის 16 მარტის 16.00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: nana.gvenetadze@geomedi.edu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  •  შევსებული სააპლიკაციო ფორმა (განცხადება) განცხადება
  • CV ევროპასის ფორმით;
  •  ინგლისური ენის B2 დონის, დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS; FCE; TOEFL) ან უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ცნობა შრომითი ხელშეკრულების/კონტრაქტის ვადების შესახებ.

4. კონკურსის შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი);
  • გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან (შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი);
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება მასპინძელ უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის  უნივერსიტეტი ამერიკული კოლეჯი).

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ აპლიკანტების შეფასება და ნომინირება მოხდება სტუდენტის და პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე)   საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესის მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის შესაბამისად.

5. გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 2022 წლის  18 მარტი, 1200 სთ.

6. კონსულტაცია გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით – 2022 წლის 10 მარტი, 1100  სთ.

7. დამატებითი ინფორმაცია: შერჩეული კანდიდატის მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯების ანაზღაურებას ახორციელებს შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი.

ტელ.: 557444792


Facebooktwitterpinterestlinkedinmail