უნივერისტეტ გეომედს კიდევ ერთი აფილირებული კლინიკა შეემატა

2022 წლის 26 თებერვალს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ და რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ბატონმა პაპუნა ბახტაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც რუსთავის მულტიპროფილური საავადმყოფო გეომედის საუნივერსიტეტო აფილირებული კლინიკა გახდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით ხელს შეუწყობენ მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალის ჩამოყალიბებას, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გეომედის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას, სასწავლო პროცესის ხელშეწყობასა და საუნივერსიტეტო პროგრამების განხორციელებაში კლინიკის რესურსების აქტიურ ჩართვას.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail