2021 წლის 19 ნოემბერს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის აფილირებულმა პროფესორმა რევაზ ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა სემინარი თემაზე: “ფიზიკა ეკონომიკაში – თანამედროვე ჯანდაცვითი ბიზნესის სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის”, სადაც განხილული იყო:
- ელექტრონულ ეპოქაში ინფორმაციის მოძრაობისა და გაცვლის პროცესები და მათი ეფექტიანი დაცვის საჭიროებები
- ჩრდილოვანი ეკონომიკის რეალური მიზეზები და ქსელური ტექნოლოგიებით მენეჯერული ხარჯების ოპტიმიზაცია
- სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით დაჯილდოვებული მენეჯერების მიერ ორგანიზებული ბიზნესების სტიმულირება
- სტრატეგიული ბიზნეს-ტექნოლოგიები და მათი მექანიზმები ეკონომიკაში
მოხსენების დასრულების შემდეგ, განხილული საკითხების გარშემო გაიმართა დისკუსია. სემინარი ჩატარდა ონლაინ და დასწრებულ ფორმატში.