ცხადდება კონკურსი სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

1. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: ორთოპედიული სტომატოლოგია, თერაპიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ორთოდონტია):

პროფესორი – 2
ასოცირებული პროფესორი – 2
ასისტენტ-პროფესორი – 2
ასისტენტი – 2

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (მიმართულება: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია):

ასისტენტ- პროფესორი – 1
ასისტენტი – 1

მედიცინის ფაკულტეტი (მიმართულება: ჰემატოლოგია, პედიატრია, ეპიდემიოლოგია,  გინეკოლოგია,  ზოგადი ფსიქოლოგია, პათოლოგია, ბიოეთიკა,  ინფექციური სნეულებანი, რევმატოლოგია, ალერგოლოგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, მეცნიერული კვლევის მეთოდები, ენდოკრინოლოგია, ფილოსოფია):

პროფესორი – 4
ასოცირებული პროფესორი – 7
ასისტენტ-პროფესორი – 5
ასისტენტი – 4

 ა) პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

კლინიკურ მიმართულებებში პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება,  ბოლო 9  წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

ბ) ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

კლინიკურ მიმართულებებში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული  ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის   არანაკლებ   3 წლის   გამოცდილება,   ბოლო   5   წლის  კლინიკური  მუშაობის

გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული  ხარისხის მქონე პირი.

კლინიკურ მიმართულებებში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული  ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

დ) ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც  სწავლობს  დოქტორანტურაში).

კლინიკურ მიმართულებებში ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც  სწავლობს  დოქტორანტურაში) კლინიკურ სპეციალობაში, რომელსაც აქვს კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

2.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge  დადგენილი ფორმის მიხედვით განცხადება);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკურ მიმართულებაში შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და  სხვ.);
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)  CV  (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
ზ) სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება. სტომატოლოგიის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციისფაკულტეტებზე სილაბუსის ინგლისურ ენაზე წარმოდგენა არ მოითხოვება);
თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
ი) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო  პუბლიკაციების სია, სამეცნიერო  კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.
კ) სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტზე (ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე)       აკადემიური      თანამდებობის     დასაკავებლად     კონკურსანტმა     უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.
ლ)  სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია.
მ) კლინიკურ მიმართულებებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი მულტიპროფილური კლინიკის ხელმძღვანელისაგან, სადაც  განხორციელდება სასწავლო პროცესი.
ნ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის  ნასამართლობის  შესახებ.

3. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი უნდა  მოახდინოს  შპს    სასწავლო უნივერსიტეტ გეომედთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება.

4. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

5. სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტზე (ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას,  უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.

6. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის  21  ივლისს.

7. საკონკურსო   დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2021 წლის 25 აგვისტოდან 03 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;

8. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2021 წლის 06 სექტემბერს 10.00 სთ -17.00 სთ.

9. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე ჩატარდეს 2021 წლის 07 სექტემბერს 10.00 სთ -17.00 სთ.

10.  კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2021 წლის 08 სექტემბერს.

11. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 09 სექტემბრის 17.00  საათამდე; 2021 წლის 10-13 სექტემბერი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

12. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების  მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

  1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა.
  2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 10 წლის განმავლობაში): რეცენზირებად და რეფერირებად  ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 3 ქულა.
  3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 10  წლის განმავლობაში) -20 ქულა;
  4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 10  წლის განმავლობაში):
    ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ.
    ბ) რეგიონულ  სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ.
  5. გასაუბრება  სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე- 5 ქ.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20


Facebooktwitterpinterestlinkedinmail