სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“

2021 წლის 23 ივლისს, უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი „შეთქმულების პანდემიური თეორიის საფუძვლები (ფაქტები და ჰიპოთეზები)“, რომელსაც უძღვებოდა მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ვახანია.  სემინარზე განხილული იყო, თუ როგორ იქმნება შეთქმულების პანდემიური თეორიები და რა რეალური საფუძველი გააჩნია მათ წარმოშობას. 

სემინარის ფარგლებში განხილული იყო ჯანდაცვის სფეროში არსებული მწვავე საკითხები, მათ შორის ვაქცინებთან დაკავშირებული უნდობლობის მიზეზები, რომლის მიმართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არ გააჩნიათ დამაჯერებელი პასუხები. 

სემინარი ჩატარდა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail