უნივერსიტეტ გეომედის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულმა, საი ტეჯა იედამ, წარმატებით ჩააბარა ინდოეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის სავალდებულო FMGE/MCI გამოცდა. უნივერსიტეტ გეომედი ყოველთვის ზრუნავს სწავლის ხარისხზე და ამზადებს მსოფლიო დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე პროფესიონალებს. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე.