ცხადდება კონკურსი სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად

I. ცხადდება ღია კონკურსი შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის  ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობის   დასაკავებლად – 1 ვაკანსია.

II. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 5 (ხუთი) წლის  ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება,  ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში.

III. კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია  ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით განცხადება);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი,    ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ე) ავტობიოგრაფია CV;
ვ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების  სია;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
თ) ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ან  შიდა ტესტირების შედეგი.
ი) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

IV. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

V. კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს,  უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში.

VI. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის  23  აპრილს.

VII. საკონკურსო   დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2021 წლის 31 მაისიდან  04 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე; 

VIII. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2021 წლის 07 ივნისს, 10.00 სთ -17.00 სთ.

IX. გასაუბრება ჩატარდეს  2021 წლის 08 ივნისს (10.00 სთ -17.00 სთ).

X. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2021 წლის 09 ივნისს.

XI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 10 ივნისის 17 საათამდე; 2021 წლის 11 ივნისი   დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

XII. სამეცნიერო თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების  მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად.

  1. სამეცნიერო სტატია (ბოლო 10 წლის განმავლობაში):
    ა) იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 10 ქულა.
    ბ) რეფერირებად (peer-reviewed) და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში/საერთაშორისო კრებულებში (ელექტრონული ჟურნალების/კრებულების ჩათვლით) გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 5 ქულა;
  2. სამეცნიერო – კვლევით პროექტებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში) – 5 ქულა.
  3. ჩართულობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტებში (ბოლო 10 წლის განმავლობაში) – 5 ქულა.
  4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში) – 5 ქულა;
  5. გასაუბრება – 10 ქულა.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 275 25 20


Facebooktwitterpinterestlinkedinmail