სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში”

2021 წლის 12 მარტს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარი “რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში”, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი თამარ ოქროპირიძე.  სემინარზე განხილული იყო რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებულია სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებისათვის კორონავირუსის ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიზნით. თემის აქტუალობიდან და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail