სამეცნიერო სესიის კვირეული გეომედში

2021 წლის 1-5 მარტს უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო სესიის კვირეული, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორებმა, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა და ახალგაზრდა მკვლევარებმა.

სამეცნიერო სესიას მიესალმა და სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მარინა ფირცხალავა. სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილი იყო მეტად საინტერესო და აქტუალური საკითხები. მათ შორის აღსანიშნავია:

  • მთავარი მეცნიერ თანამშრომელის, ასოცირებული პროფესორის არჩილ კაპანაძის მოხსენება „პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პრინციპები“
  • ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ მამანტი როგავას სამეცნიერო მოხსენება თემაზე „გულის ძველი და ახალი მოდელები“
  •  უფროსი მეცნიერ თანამშრომელის და მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიის ხელმძღვანელის პროფესორ მალხაზ ვახანიას სამეცნიერო კვლევითი პროექტი „ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები“
  • უფროსი მეცნიერ თანამშრომელის და პათომორფოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ თეიმურაზ თავხელიძის მოხსენება „ერითროციტის მემბრანის ზეტა პოტენციალი“

სამეცნიერო სესიის ბოლოს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი ზურაბ ცეცხლაძე. ყოველი მოხსენება მიმდინარეობდა აქტიური განხილვით და დისკუსიით.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail