2020-2021 ს/წ გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

1. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუს შეჩერებულს.

2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

• შიდა მობილობაშიმონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლის პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
• დამატებითი სემესტრის სტუდენტს არ აქვს შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღების უფლება.

3. კრედიტების აღიარება

შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის „საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის და კრედიტების აღიარების წესის“ შესაბამისად.

4. შიდა მობილობის ვადები:

ა) დოკუმენტების მიღება – 05 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით;
ბ) კრედიტების აღიარება – 16 მარტი;
გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 17 მარტი.

5. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი.


Facebooktwitterpinterestlinkedinmail