უნივერსიტეტი გეომედი აგრძელებს სამუშაო შეხვედრების ციკლს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, პოტენციურ დამსაქმებლებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს უმუშევრობის პრობლემის დაძლევა და ახალგაზრდების დასაქმება. სწორედ ამიტომ, 2021 წლის 10 თებერვალს, სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტმა გეომედმა გამართა შემდგომი დისტანციური სამუშაო შეხვედრა, რომელზეც დამსწრე საზოგადოებას დასაქმების პერსპექტივებსა და ვაკანსიებზე ესაუბრნენ, “ნიუ ჰოსპიტალის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ანა ჭირაქაძე და გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი გიორგი მოდებაძე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია კლინიკების მიერ წარმოდგენილმა ვაკანსიებმა.