I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს სასწავლო დარგში რექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით უნივერსიტეტში არსებული ადამიანური რესურსების (აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი) ფარგლებში.
II. კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება სასწავლო დარგის განვითარების კონცეფციის თაობაზე.
III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება კომისიის სახელზე;
2. ავტობიოგრაფია cv;
3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
4. უმაღლესი განათლებისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
5. სამეცნიერო შრომების სია;
6. ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
7. სამოტივაციო წერილი;
8. სასწავლო დარგის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით)
კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა
IV. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• სამუშაო გამოცდილება
• სასწავლო დარგის განვითარების კონცეფცია
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
V. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 12. გამსვლელი ქულა 10.
VI. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 04 ივნისიდან
08 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VII. კანდიდატისათვის, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ჩატარდეს ტესტირება ინგლისურ ენაში მიმდინარე წლის 09 ივნისს.
VIII. გასაუბრება ჩატარდეს მიმდინარე წლის 10 ივნისს, 14.00 საათზე.
IX. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს მიმდინარე წლის 11 ივნისს.
X. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 12 ივნისის 17 საათამდე; 13 ივნისი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72