ცხადდება კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

II. კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება

III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
2. ავტობიოგრაფია cv;
3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
4. უმაღლესი განათლებისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
5. ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
6. სამოტივაციო წერილი;

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა

IV. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

V. შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.

VI. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 10 ივნისიდან
16 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.

VII. კანდიდატისათვის, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ჩატარდეს ტესტირება ინგლისურ ენაში მიმდინარე წლის 17 ივნისს.

VIII. გასაუბრება ჩატარდეს მიმდინარე წლის 18 ივნისს, 15.00 საათზე.

IX. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს მიმდინარე წლის 19 ივნისს.

X. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 22 ივნისის 17 საათამდე; 23 ივნისი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.

განცხადების ფორმა

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72


Facebooktwitterpinterestlinkedinmail