I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს არქივის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
II. კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა.
2. ეტაპი – გასაუბრება
III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
2. ავტობიოგრაფია cv;
3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
4. შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5. ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
6. სამოტივაციო წერილი;
კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა
IV. კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება
კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.
V. კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.
VI. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 04 ივნისიდან
10 ივნისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VII. კანდიდატისათვის, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ჩატარდეს ტესტირება ინგლისურ ენაში მიმდინარე წლის 11 ივნისს.
VIII. გასაუბრება ჩატარდეს მიმდინარე წლის 12 ივნისს, 11.00 საათზე.
IX. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს მიმდინარე წლის 15 ივნისს.
X. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 16 ივნისის 17 საათამდე; 17 ივნისი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72