2019 წლის 30-31 ოქტომებრს, თბილისში ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარი, რომლის მიზანიც იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის. საკონტაქტო სემინარში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა შეხვედრები ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტთან. დაისახა მომავალი თანამშრომლობითი გეგმები ევროპის რამოდენიმე საგანმანათლებლო ცენტრთან.