დივალი – სინათლისა და კეთილდღეობის ფესტივალი

26 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში გაიმართა კონცერტი დივალის ფესტივალთან დაკავშირებით, სადაც ინდოელმა და ქართველმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა. უნივერსიტეტ გეომედის სტუდნტებმა შეასრულეს ინდური ტრადიციული ცეკვები, ინდოელმა და ქართველმა სტუდენტებმა ერთად შეასრულა ქართული ნაციონალური სიმღერები. ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით.

საქართველოში ინდური კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტ გეომედის რექტორს, პროფესორ მარინა ფირცხალავაs „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარემ დარპან პრაშერმა გადასცა სიგელი.

„დივალი“ ინდოეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება მსოფლიოს ყველა კუთხეში. ღონისძიება ჩატარდა საქართველოში არსებული ინდური კულტურის ცენტრის,
ა(ა)იპ „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისათვის“ ორგანიზებით, უნივერსიტეტ გეომედის მხარდაჭერითა და სპონსორობით.

Divali
Divali
Divali
Divali
Divali

Facebooktwitterpinterestlinkedinmail