საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს კონკურსს

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის: ექიმი-თერაპევტის; ექიმი-ქირურგის; ექიმი-ორთოპედის; ექიმი-ორთოდონტის შერჩევის მიზნით.

II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია cv;
  3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
  4. უმაღლესი განათლებისა (დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი) და სამეცნიერო ხარისხის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  5. კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
  6. 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება.
  7. სამოტივაციო წერილი. კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
    • დისციპლინა
    • გუნდური მუშაობის უნარი
    • ორგანიზებულობა

III. კანდიდატი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

IV. შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.

V. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან
2 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VI. გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 05 დეკემბერს, 15.00 საათზე.
VII. კანდიდატის შერჩევა განხორციელდება მიმდინარე წლის 06 დეკემბერს.

ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20, მობ.: 599 17 95 72


Facebooktwitterpinterestlinkedinmail