ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

I. საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და უნივერსიტეტის წესდების (მუხლი 8) საფუძველზე გამოცხადდეს ღია კონკურსი სტომატოლოგიის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ დეპარტამენტებში: მედიკო-ბიოლოგიური დეპარტამენტი (მიმართულება: ბიოფიზიკა; ადამიანის ანატომია; ჰისტოლოგია, ციტოლოგია; მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია): პროფესორი – 1 ასოცირებული პროფესორი – 1 ასისტენტ-პროფესორი – 1 ასისტენტი – 1 სტომატოლოგიის დეპარტამენტი: ასოცირებული პროფესორი – 1 პრეკლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი (მიმართულება: ფარმაკოლოგია, ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგია; პათოლოგია): პროფესორი – 1 ასოცირებული პროფესორი – 3 ასისტენტ-პროფესორი – 3 ასისტენტი – 3 კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტი: პროფესორი – 1 ასოცირებული პროფესორი – 6 ასისტენტ-პროფესორი – 5 ასისტენტი – 5 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (მიმართულება: სამედიცინო ფსიქოლოგია, ინგლისური ენა) ასოცირებული პროფესორი – 2 ასისტენტი – 1 ფინანსების დეპარტამენტი: პროფესორი – 1 ასოცირებული პროფესორი – 2 II. ა) პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს ბოლო 5 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. დ) ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში). კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში ასისტენტის თანამდებობაზე 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი (პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში) კლინიკურ სპეციალობაში, რომელსაც აქვს კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. III. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტისთვის შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი; დ) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.); ე) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე); ზ) სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენებზე (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება. სტომატოლოგიის და ფინანსების დეპარტამენტებში სილაბუსის ინგლისურ ენაზე წარმოდგენა არ მოითხოვება); თ) ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით; ი) ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა. კ) მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ლ) სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია. მ) კლინიკურ დისციპლინათა დეპარტამენტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი მულტიპროფილური კლინიკის ხელმძღვანელისაგან, სადაც განხორციელდება სასწავლო პროცესი. IV. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა წინასწარ უნდა განაცხადოს თანხმობა უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ კი უნდა მოახდინოს შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედთან აფილირების შესახებ წერილობითი შეთანხმება. V. მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის (B2 დონე) ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. VI. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 28 იანვარს. VII. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 09 მარტიდან 2020 წლის 23 მარტის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე; VIII. ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდეს 2020 წლის 24 მარტს (მხოლოდ V პუნქტის თანახმად) 10.00 სთ -18.00 სთ. IX. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე 27 მარტს (10.00 სთ -17.00 სთ). X. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2020 წლის 01 აპრილს. XI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 02 აპრილის 17 საათამდე; 2020 წლის 03-06 აპრილი დაეთმოს სააპელაციო კომისიის მუშაობას. XII. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევა მოხდება რეიტინგული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. 1. პედაგოგიური სტაჟის მქონე პედაგოგებს მუშაობის წლების რაოდენობის შესაბამისი ქულა. 2. სამეცნიერო სტატია (ბოლო 7 წლის განმავლობაში): რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ ყოველ სტატიაზე – 3 ქულა. 3. მონოგრაფია შესაბამის დარგში (ბოლო 5 წლის განმავლობაში) -20 ქულა; 4. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში): ა) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 10 ქ. ბ) რეგიონულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა -3 ქ. 5. გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე- 5 ქ. ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge ტელ.: 2 75 25 20
Facebooktwitterpinterestlinkedinmail