ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია 2020 წლის 9 მარტიდან 23 აპრილამდე გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის ქართულენოვან დისტანციურ სწავლებას. კურსი უსასყიდლოა და განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის სტუდენტებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს.კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები.
კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 6 მარტამდე.
სრული ინფორმაცია კურსის თაობაზე და რეგისტრაციის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.sakpatenti.gov.ge