წარმატებით დასრულდა მორიგი ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის “სწავლების თანამედროვე მეთოდები”, რომელსაც უძღვებოდა საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრის დირექტორი ეთერ ღვინერია. ტრენინგები ტარდება უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ფონდის ეგიდით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.