ცხადდება კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

I. შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს კონკურსს:

1. საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით.

II. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
2. ავტობიოგრაფია cv;
3. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
4. უმაღლესი განათლებისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
5. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ან შიდა ტესტირების შედეგი;
6. სამოტივაციო წერილი;

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

• დისციპლინა
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა

III. კანდიდატი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• სამუშაო გამოცდილება
• სამოტივაციო წერილი
• გასაუბრება

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

IV. შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა 9. გამსვლელი ქულა 7.
V. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს მიმდინარე წლის 03 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 18 საათამდე.
VI. კანდიდატისათვის, რომელიც ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ჩატარდეს ტესტირება ინგლისურ ენაში მიმდინარე წლის 10 ივლისს.
VII. გასაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდეს მიმდინარე წლის 11 ივლისს, 15.00 საათზე.
VIII. გასაუბრება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით ჩატარდეს მიმდინარე წლის 11 ივლისს, 12.00 საათზე.
IX. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევა განხორციელდეს მიმდინარე წლის 12 ივლისს.

Facebooktwitterpinterestlinkedinmail